Back to Top
ორშაბათი, 14 იანვარი 2019 12:50

ქუჩები გორის მუნიციპალიტეტში, რომლებსაც სახელები 2018 წელს მიენიჭა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში სახელი გასულ წელს 3 ქუჩას მიენიჭა.

ქუჩები, რომლებსაც 2018 წელს სახელი მიანიჭეს ვარიანის მეურნეობის დასახლებაში, ტყვიავსა და წითელუბანში მდებარეობს. 

სამი ქუჩისთვის სახელების მინიჭების საკითხი,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სახელდების კომისიასთან შეთანხმებით, 2018 წელს დაამტკიცა. 

გასული წლის განმავლობაში:

სოფელ წითელუბანში უსახელო ქუჩას ეწოდა მშვიდობის ქუჩა.

ვარიანის მეურნეობის დასახლებაში უსახელო ქუჩას მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელი. 

სოფელ ტყვიავში უსახელო ქუჩას მიენიჭა ნიკო კეცხოველის სახელი. 

Read 1174 times Last modified on ორშაბათი, 14 იანვარი 2019 15:21