ადგილები გორის მუნიციპალიტეტში, რომელთა ტურისტულ განვითარებაზეც მსჯელობენ - ფოტოები

იანვარი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა გორის მუნციპალიტეტში შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.

მათ ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-გაუმჯობესება შესაძლებელია ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები სამეფოს ქუჩაზე, კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღში," ერისთავის დრამატულ თეატრსა და სოფელ ატენში იმყოფებოდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5555 1

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ატენში, სიონის მიმდებარედ იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სადაც განთავსდება საპირფარეშოები და საპარკინგე სივრცე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5555 3

"წელსვე დაიწყება სამეფოს ქუჩის რეაბილიტაციაც, რის შედეგადაც გამოიცვლება საკანალიზაციო სისტემები, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სავალ და საფეხმავლო სივრცეებს. დანარჩენ ობიექტებთან დაკავშირებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, კონკრეტული საჭიროებების გამოკვეთის შემდეგ კი ვიმედოვნებთ, რეაბილიტაციის აუცილებლობის საკითხი დროულად დადგება დღის წესრიგში. შიდა ქართლში მრავლად გვაქვს ადგილები, რომლის რეაბილიტაციაც ხელს შეუწყობს რეგიონის როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვნად გაზრდას", - აღნიშნა რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5555 2

Read 212 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი