Back to Top
ორშაბათი, 14 იანვარი 2019 13:34

2020 წელს გორის თეატრის რეაბილიტაცია იგეგმება

Rate this item
(0 votes)

მომავალი წლისთვის გორის თეატრის რეაბილიტაციისთვის შესაბამისი პროექტირება დაიწყება, - ეს დაპირება თეატრის ხელმძღვანელობამ მუნიციპალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიიღო. დაიგეგმა ასევე შენობის წინ არსებული გარე სკვერის მოწყობაც, საიდანაც კინოდარბაზის შესასვლელი იქნება გათვალისწინებული. 

"ხელისუფლების წარმომადგენლებმა შენობა დაათვალიერეს და დაგვპირდნენ, რომ მომავალი წლისთვის დაიწყება ამ ყველაფრის პროექტირება და მთლიან შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. თეატრს რეაბილიტაცია ნამდვილად ესაჭიროება, ფასადზე კოროზიებია დაწყებული, იშლება ფასადი და ძალიან სამწუხარო იქნება ქალაქის ცენტრში არსებული ისტორიული შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაიშალოს და განადგურდეს. საფრთხეები სერიოზულია, კოლონადებია ჩამოშლილი და ძალიან სავალალო მდგომარეობაა. ასევე სცენის განათებები არ გვაქვს და ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა არსებობს," - აცხადებს გიორგი წვერავა.

teatri xije da misi damqashebi

 

 

გორის თეატრის შენობას ნაწილობრივი რეაბილიტაცია დაახლოებით 7 წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა როგორც თეატრში აცხადებენ, სამუშაოები მაშინ ხარვეზებით შესრულდა და პრობლემებმა თავი ისევ იჩინა.

თეატრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, დაგეგმილი რეაბილიტაციისთვის თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

Read 1128 times