მერის ყოფილი მოადგილის სამომავლო გეგმები (ინტერვიუ)

თებერვალი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მერის ყოფილი მოადგილე, მისი გადაწყვეტილების შესახებ, რადიო "მოზაიკასთან" ვრცელ კომენტარს აკეთებს. ალექსი მარიამიძე ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძის ვარაუდს და აცხადებს, რომ სამსახური გადაღლის გამო დატოვა.

 
,,ვიცოდი, რომ მოულოდნელი იქნებოდა ჩემი ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ძალიან გადავიღალე გულწრფელად ვამბობ. არ გეგონოთ, რომ თავიდან ვირიდებ რეალობის თქმას და ამას მიზეზად ვიდებ. მართლა გადავიღალე, მუნიციპალიტეტების გაერთიანება, ახალი ერთეულის ჩამოყალიბება, ფორმირება, - ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია და წინ არის".
 
მარიამიძე გუბერნიაში მუშაობის პერიოდთან პარალელებს ავლებს და აცხადებს, რომ მაშინ შედარებით მარტივი სამუშაო რეჟიმი ჰქონდა.
 
,,გუბერნიაში რომ ვმუშაობდი, 6 საათის შემდეგ თავისუფალი ვიყავი. ჩემი მდგომარეობა სხვა არის, 56 წლის კაცი ვარ, 6 წლის ბავშვი მყავს. ჩემთვის ძვირფასი რა არის? 28 ლარი მქონდეს დღეში და ბავშვს მოვპარო 4 საათი თუ პირიქით უარი ვთქვა 28 ლარზე და ის 4 საათი ბავშვთან გავატარო?!"
 
მერის ყოფილი მოადგილე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებასაც ეხმაურება, რომელიც თანამდებობის ზეწოლის შედეგად დატოვებას ეხებოდა.მარიამიძე ამ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს.
 
,,მე გუბერნიაში ვმუშაობდი და 5 მუნიციპალიტეტს ვკურირებდი რეგიონში. როგორ ფიქრობთ, მაშინ არ ექნებოდათ ჩემზე ინფორმაცია და მაშინ ვერ დაინტერესდებოდნენ ჩემი წარსული საქმიანობით? მინდა განვმარტო, რომ ნაციონალური მოძრაობის ეს ეჭვები უსაფუძვლოა."
 
რადიო "მოზაიკასთან" კითხვაზე, თუ სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, ის ამბობს, რომ ჯერ დასვენებას, შემდეგ კი მუშაობის გაგრძელებას საკუთარი პროფესიით გეგმავს.
 
,,მე იურისტი ვარ და გავაგრძელებ ჩემ საადვოკატო საქმიანობას. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ გუბერნიამდე მქონდა უცხოელებთან ურთიერთობა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში."
 
ალექსი მარიამიძე ამბობს, რომ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში მუშაობას გამორიცხავს და ამბობს ,რომ მუშაობის გაგრძელებას სამომავლოდ მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებაში უშვებს.
Read 2296 times Last modified on Last modified on თებერვალი 10 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი