Back to Top
ორშაბათი, 14 იანვარი 2019 14:20

გორის მერიის შენობისა და გარე პერიმეტრის დასუფთავებისთვის წელს 77 400 ლარი დაიხარჯება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის და გარე პერიმეტრის მოვლა-დასუფთავების მომსახურებისთვის მერია 77 400 ლარს გადაიხდის, - ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

გორის მერია ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობს. აღნიშნულ ვალდებულებას მიმდინარე წელს, შპს "სისუფთავის სერვისი" შეასრულებს.

სატენდერო პირობების მიხედვით:

საოფისე ფართის დასუფთავება განხორციელდება სამუშაო დღის დაწყებამდე, 08:50 საათამდე, ყოველ დღე;

დასუფთავების ობიექტს ყოველდღიურად მოემსახურება არანაკლებ 10 მომსახურე პერსონა, მათ შორის ყოველდღიურ მითითებებს და რეგულარულ კონტროლს განახორციელებს მენეჯერი (პასუხისმგებელი პირი);

ყოველდღიურად იმორიგევებს 2 მორიგე დამლაგებელი 10:00 - 18:00 საათებში.

მომსახურე პერსონალის (დამლაგებელი) ერთი თვის დარიცხული ხელფასი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 375 ლარს, ხოლო მენეჯერის არანაკლებ 437,50 ლარი .

ადმინისტრაციული შენობისა და გარე პერიმეტრის მოვლა დასუფთავებისთვის საჭირო თანხა გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო

Read 882 times