გორის მერი: იმ ადგილას, სადაც ცირკი იყო, საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა

იანვარი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 15 წლის წინ ცირკის შენობა დაიწვა, გორის მერია საკონფერენციო დარბაზის მოწყობას გეგმავს.

აქტივობებისთვის გათვალისწინებულ სივრცესთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებაში მიმდებარე ტერიტორიის შესასვლელთან შემორჩენილი თაღის აღდგენაზეც ფიქრობენ. გარდა ამისა, გორის მერს სურს, რომ საკონფერენციო დარბაზის გარე პერიმეტრზე მდებარე ტბასთან დასასვენებელი სკვერიც მოეწყოს.

"ახალ ბაღის შესასვლელთან, უკანა მხარეს არის შემორჩენილი ძალიან ლამაზი თაღი. ცოტა მწყობრიდან არის გამოსული და აღდგენა გვინდა. ადრე, თუ გახსოვთ, ცირკიც იყო მიმდებარე ტერიტორიაზე. იქვე ტბაც არის. სწორედ აქ ვფიქრობთ საკონფერენციო დარბაზის, მიმდებარედ კი დასასვენებელი ადგილის მოწყობას. გვსურს შევქმნათ აქტივობებისთვის შესაფერისი სივრცე, რაზეც ვმუშაობთ ახლა. დარწმუნებული ვარ, ყველა გორელს გაეხარდება და ძალიან გამოადგება ეს სივრცე. არ გვაქვს ფაქტიურად ასეთი დარბაზი. როცა რაღაც ღონისძიებები და შეხვედრები გაქვს, ხან სად ვატარებთ ხან სად. კახეთში ძალიან მომეწონა, კარგად აქვთ მოწყობილი ამ კუთხით ინფრასტრუქტურა. კაჭრეთი, ასევე ყვარელი, ილიას ტბა. რომ ვათვალიერებდი აქ არსებულ საკონფერენციო დარბაზებს, გული მტკიოდა რომ ჩვენ მსგავსი სივრცე გორში არ გვაქვს", - ამბობს გორის მერი.

Read 2329 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი