მღებრიშვილი: გორის უნივერსიტეტში აქცენტი გაკეთდება სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებაზე

იანვარი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის უნივერსიტეტის ახლად არჩეული რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი უნივერსიტეტში კლანური მმართველობის შესახებ კახა ტოლიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველას თავისი აზრი აქვს და ტოლიაშვილის განცხადება მისი პირადი შეხედულებაა. 

"კახა ტოლიაშვილის განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი, ეს მისი აზრია და თავად მას უნდა ჰკითხოთ, ასე რატომ ფიქრობს", - ამბობს ალექსანდრე მღებრიშვილი. 

კახა ტოლიაშვილმა, რომელიც რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, გორის უნივერსიტეტის რექტორად მღებრიშვილის არჩევას კლანური მმართველობის შედეგი უწოდა და იქ არსებული ვითარება პუტინისა და მედვედევის მმართველობას შეადარა. 

ამავე თემაზე: ტოლიაშვილი: გორის უნივერსიტეტის რექტორად მღებრიშვილის არჩევა კლანური მმართველობის შედეგია

ალექსანდრე მღებრიშვილმა რადიო "მოზაიკასთან" უნივერისტეტის სამომავლო გეგმებზეც ისუბრა და თქვა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აქცენტი საგანმანათლებლო პროგრამებზე და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებაზე გაკეთდება. 

"ჩვენთვის უნივერსიტეტში ძირითადი პრიორიტეტებია საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე აქცენტი გაკეთდება სამეცნიერო კველივით მუშაობაზე, სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ასე შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ კურსს, რომელიც უნივერსიტეტს ბოლო წლებში ჰქონდა აღებული და საკმაოდ წარმატებულიც იყო", - განაცხადა ალექსანდრე მღებრიშვილმა. 

გორის უნივერსიტეტის რექტორად აკადემიური საბჭოს 7-ვე წევრმა ალექსანდრე მღებრიშვილი აირჩია.

Read 320 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი