90 სამეცნიერო ნაშრომისა და 200-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი - გორის უნივერსიტეტის ახალი რექტორის მოღვაწეობა

იანვარი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. ალექსანდრე მღებრიშვილი რექტორად აკადემიურმა საბჭომ დღეს აირჩია.

გორის უნივერსიტეტის ახალი რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი 90 სამეცნიერო ნაშრომისა და ორ ასეულზე მეტი საგაზეთო პუბლიკაციის ავტორია.  

ალექსანდრე მღებრიშვილმა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს დაამთავრა.  

1997-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. 

1999 წელს ალექსანდრე  მრებრიშვილი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი იყო, ხოლო 2003 წელს მიიღო დოცენტის წოდება. 

2005 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე ქართულ-ოსურ-ებრაული ურთიერთობები. ამავე წლიდან დღემდე მღებრიშვილი არის სრული პროფესორი. 

 

გორის უნივერსიტეტის ახალი რექტორი ასევე 15 მონოგრაფიის ავტორია:

ივანე მაჩაბელი (ცხინვალის ქართული პერიოდიკის მიხედვით), გორი 1998;
ომამდელი პერიოდის ცხინვალის ქართული გაზეთი (1933- 1940), /ავტორეფერატი ფილ. მეცნ. კანდ. სამეცნიერო ხარ. მოსაპ. /, თბილისი 1999;
XX საუკუნის ცხინვალის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ისტორიისათვის,(ნაწ.I),თსუ,თბილისი 2003;
XX საუკუნის ცხინვალის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ისტორიისათვის,(ნაწ.II),თსუ,თბილისი 2004;
XX საუკუნის ცხინვალის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ისტორიისათვის, (ნაწ.III_IV),თსუ,თბილისი 2005;
რეგიონული პრესის ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის პრობლემა ქართულ-ოსური ეთნოკონფლიქტის პერიოდში, თბილისი 2007;
ჟურნალისტური ძიებანი, თბილისი 2008;
ცხინვალის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების ისტორია, თბილისი 2011;
ეპოქათა სამანებთან, თბილისი 2011;
კავკასიურ ენათა მესაიდუმლე, თბილისი 2012;
შიდა ქართლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების ისტორიიდან, თბ 2013

 გორი xix საუკუნის რუსულ წყაროებში, თბილისი 2014;
ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის საკითხები, თბილისი 2015;
ახალი ამბების ჟურნალისტიკა, თბილისი 2015;
მღვდელი იროდიონ ოქროპირიძე და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობა ცხინვალში, თბილისი 2017.

Read 736 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი