მაქარაშვილი: მანველიშვილის პლაკატების გამოჩენის შემდეგ, პროკურატურიდან დამიკავშირდნენ

იანვარი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი,პროკურატურამ დაზარალებულად სცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას მაქარაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

საქმე ეხება გასული წლის 10 ოქტომბერს მერიასთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანეელმა სამოქალაქო აქტივისტს თავზე ნაგვით სავსე ვედრო ჩამოამხო.

ამავე თემაზე: მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის შეურაცხმყოფელი ფოტოები ქალაქის ქუჩებში

"გენერალურ პროკურატურას გუშინ მივმართე წერილობით, სადაც ვითხოვდი რეაგირების დაჩქარებას, რადგან სამ თვეზე მეტი გავიდა და ვთქვი, რომ ყველანაირი გონივრული ვადა ამოწურულია და ვითხოვე პროკურატრის წარმომადგენელთან შეხვედრა, იმისთვის, რომ პირადად მეთქვა, თუ ამ საქმეზე პროკურატურა ვერ ან არ მოქმედებს საზოგადოება დაიწყებდა რეაგირებას, - ეს მეწერა განცხადებაში. დღეს დილით კი უამრავი შეურაცხმყოფელი ფოტო გამოჩნდა თემურ მანველიშვილის და ამ ფოტოების გავრცელებიდან რამდენიმე საათში  დამირეკეს პროკურატურიდან და მითხრეს, რომ დაზარალებული ვარ და უნდა ჩავიდე შესაბამის დოკუმენტზე ხელმოსაწერად. ჩემ უფლებებს საიას იურისტი იცავს და გვჯერა, რომ ეს საქმე მოგებული გვაქვს, რადგან ჩემს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სასამართლომ უნდა გადააკვალიფიციროს 126-ე მუხლიდან 144-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ჩინოვნიკის მიერ მოქალაქისთვის ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებას და მორალურ ტრავმას. ეს არ იყო ცემა, რომელიც შეიძლება მხოლოდ 100-ლარიან ჯარიმას გულისხმობდეს, ეს იყო ფსიქოლოგიური ტრავმა ჩინოვნიკის მხრიდან, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრად ისჯება", - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

Read 763 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი