გუბერნატორი: გორში გლეხს მაღალი ხარისხის პროდუქციის გასაღების პრობლემა არ აქვს

იანვარი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორმა გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნების სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლეხებს კარგი ხარისხსი პროფუქციის გასაღებაზე პრობლემები არ ექმნებათ. 

გიორგი ხოჯევანიშვილის განმარტებით, შიდა ქართლი საკმაოდ ძლიერი რეგიონია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, რაშიც შესაბამისი ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდანაც გააჩნია. 

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან ბევრ თანამედროვე პროექტს აფინანსებს. სოფლის მეურნეობა ძალიან სწრაფად ვითარდება მსოფლიო მასშტაბით და ჩვენ უნდა გავყვეთ ამ განვითარებას. შესაბამისად, თანამედროვე ტიპის ბაღების რაოდენობაც მატულობს შიდა ქართლში და კონკრეტულად გორის მუნიციპალიტეტში. ასეთი ტიპის ბაღებში მოყვანილი ხილის რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება დაბალ ფასიან პროდუქტს, ეს არის ძირითადად მეორადი პროდუქტი, რომელსაც ნაქარს ვეძახით და მხოლოდ წარმოებაში გამოიყენება. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია იყო კერძო სექტორთან, რის შედეგადაც, თუ ფასი იყო მცირე, გაიზარდა მცირედით, მაგრამ ეს ბუნებრივია არ ნიშნავს, რომ ყველა გლეხი კმაყოფილი ყოფილიყო. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე გასაღების პრობლემა არ არსებობს", - აღნიშნა გუბერნატორმა.

Read 1145 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი