გორის მერია გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს 250 ლარს მისცემს

იანვარი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2019 წლის სოციალურ პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველად პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ის მოქალაქეებიც მიიღებენ დახმარებას, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 0 - დან 150 000 - მდე მერყეობს.

„სოციალური ქულების ზედა ზღვარი 100 000 ერთეულით მხოლოდ სტუდენტებსა და სპორტსმენებს განესაზღვრათ. მერია ერთჯერად 500 ლარს სტუდენტებს სწავლის ღირებულების დასაფინანსებლად, სპორტსმენებს კი - პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით ურიცხავს.

ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის დახმარების გაცემა აღარ იქნება დამოკიდებული სოციალური სარეიტინგო ქულების რაოდენობაზე. დიაგნოზის გათვალისწინებით, შესაბამისი მუხლით სარგებლობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.

2019 წელს პროგრამას 3 ახალი მუხლი დაემატა:

მსჯავრდებულები, რომლებიც მიმდინარე წელს გათავისუფლდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რესოციალიზაციის მიზნით, დახმარების სახით ერთჯერადად მიიღებენ 250 ლარს;

მერია გასული წლისგან განსხვავებით, ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან უზრუნველყოფს;

იგეგმება როგორც სოციალურად დაუცველი, ასევე უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. მოხდება ბენეფიციარების კაპიტალური ან დროებითი საცხოვრებლით დაკმაყოფილება.

გარდა ონკოლოგიური ავადმყოფებისა, 200-დან 300 ლარამდე გაიზარდა სხვადასხვა დაავადებების მქონე მოქალაქეების კვლევების ღირებულების დაფინანსება და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. გაიზარდა მიუსაფარი და უსახლკარო მოქალაქეების ქირით უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარებაც. აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს მერია ყოველთვიურად 80-ის ნაცვლად 100 ლარით დააფინანსებს.

გარდა აუტისტური სპექტრის მქონე პირებისა, პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიის ბენეფიციარები (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები, კანის ქრონიკული დაავადება, ჰიდროცეფალია, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება) დახმარებას ასაკობრივი ცენზის გარეშე მიიღებენ. მიმდინარე წელს, პირველად აღნიშნული მუხლით იშვიათი დაავადებების მქონე პირებიც ისარგებლებენ (500 ლარი).

2019 წელს „სოციალური დახმარების გაცემის“ წესი 21 მუხლითაა წარმოდგენილი. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირირებულმა მოქალაქეებმა, პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read 669 times Last modified on Last modified on იანვარი 16 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი