სოფლები, სადაც 200 მოსახლეზე ნაკლები ცხოვრობს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ვერ ისარგებლებენ

იანვარი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ის სოფლები ვერ ისარგებლებენ, სადაც 200 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ასეთი რამდენიმე სოფელია. 

“ასეთი სოფლები გვაქვს ჩვენს მუნიციპალიტეტში. მაგალითად, ლევიტანა, სადაც ზამთარში მოსახლეობა თითქმის არ რჩება საცხოვრებლად, სხვა სოფელში მიდიან ხოლმე, ზაფხულში ისევ ბრუნდებიან. მაგალითად, მღებრიაანთ თემში ერთი-ორი მოსახლე ცხოვრობს. ასეთი სოფლები ამ პროგრამით ვერ ისარგებლებენ“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორი წლის შემდეგ აღადგინა. პროგრამის ფარგლებში სოფლებში პროექტების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია. გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ქვახვრელსა და უფლისციხეში, სოფლის საერთო კრება გუშინ ჩატარდა, რომელსაც ვიცე-მერი გელა კაპანაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში 3 700 სოფლის კრება ჩატარდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

Read 413 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი