გორის მერი: თემურ მანველიშვილი არ დაწინაურებულა და არც ფულადი ჯილდო მიუღია

იანვარი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თემურ მანველიშვილი, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში აქტივისტს მერიის შენობასთან თავზე ნაგვით სავსე ვედრო ჩამოამხო ისევ ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობს, - ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" გორის მერმა გააკეთა.

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ამ ფაქტის შემდეგ მანველიშვილის არც დაწინაურება და არც წახალისება არ მომხდარა. 

"ის არის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი და ამ სამსახურს შესყიდვების განყოფილებაც ექვემდებარება, რომელსაც სხვა პიროვნება ხელმძღვანელობს და არც შეიძლება ერთზე მეტ სამსახურს კურირებდეს საჯარო მოხელე. რაც შეეხება საახალწლო ჯილდოს, მანველიშვილს საყვედური აქვს მიღებული შემოდგომით, მერიასთან მომხდარი ინციდენტის გამო, და ვერანაირი წახალისება ჩემგან გასულ წლის ბოლოსთვის ვერ ექნებოდა", - განმარტა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

Read 495 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი