Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019 18:29

გორში ერთ ღამეში 2 მაღაზია გაქურდეს

Rate this item
(0 votes)

გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ ღამეში ორი მაღაზია გაქურდეს.

ქურდობის ფაქტები თარხნიშვილის და შინდისის ქუჩებზე მოხდა.

თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან სპირტიანი სასმელები მოიპარეს, ხოლო შინდისის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან სიგარეტები და სალაროში არსებული 50 ლარამდე თანხა.

შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 - ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი/პირები ჯერ არ გამოუვლენიათ.

Read 1585 times