ქვახვრელსა და უფლისციხეში სოფლის კრებები ჩატარდა

იანვარი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში საერთო კრებები/კონსულტაციები დაიწყო. 

აღნიშნული კრებები ორ სოფელში, ქვახვრელსა და უფლისციხეში უკვე ჩატარდა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გელა კაპანაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

მერიაში უკვე წარდგენილი წინადადებებიდან ადგილობრივებმა პრიორიტეტული პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. 

„კრება/კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და მოქალაქეები პირადად ჩაერთვებიან პროგრამის ყველა ეტაპში. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) შემადგენელი ნაწილია",ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია განსაზღვრულია:

სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება;
სარწყავი სისტემები; 
სანიაღვრე არხები;
ნაპირსამაგრი სამუშაოები; 
გზები, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; 
გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
ამბულატორიის შენობები; 
კულტურის ობიექტები; 
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; 
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; 
სასაფლაოს შემოღობვა; 
თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები; 
მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

მერიის ინფორმაციით, დაფინანსების თანხა განაწილდება დასახლების ზომის მიხედვით - 5,000-10,000 ლარამდე.

"მოსახლეობამ საკუთარი წინადადებები მერიაში უკვე წარმოადგინა, დღეიდან ადგილზე კონსულტაციის/კრების შედეგად, ადგილობრივები სოფელში განსახორციელებელ პროექტებს ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ."

Read 440 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი