გორის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ონკოლოგიურ ავადმყოფს დაეხმარება 

იანვარი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის 2019 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით, ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის დახმარების გაცემა აღარ იქნება დამოკიდებული სოციალური სარეიტინგო ქულების რაოდენობაზე.

დიაგნოზის გათვალისწინებით, შესაბამისი მუხლით სარგებლობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.

"ამ მუხლში შევიდა ცვლილება და დახმარების გაცემა აღარაა დამოკიდებული სოციალურ ქულებზე. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება დახმარების მიღება: 500 ლარი - მკურნალობაზე, 300 ლარი - გამოკვლევაზე, ხოლო 300 ლარი - მედიკამენტებზე. სულ, საერთო ჯამში, ამ მიმართულებით 400 000 ლარია გამოყოფილი", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ჩიხრაძემ.

დიაგნოზის გათვალისწინებით, შესაბამისი მუხლით სარგებლობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.

Read 2715 times Last modified on Last modified on იანვარი 17 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი