Back to Top
ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 15:34

გორის მუნიციპალიტეტში 2000 მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს

Rate this item
(0 votes)

"2019 წლის ბოლომდე გორის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში, სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გელა კაპანაძე ესაუბრა. 

"ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სასმელი წყლის პრობლემა სოფელ არაშენდაში დგას და ამ წელში აუცილებლად გაკეთდება. ასევე სოფელ ნადარბაზევში იგეგმება სასმელი წყლის სისტემის მოწყობა - რეაბილიტაცია. ეს სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.ასეთივე პრობლემა გვაქვს ყელქცეულში, აქაც იგეგმება სასმელი წყლის სისტემის მოწყობა და ზეღდულეთშიც. გარდა ამისა, ციცაგიაანთ კარში წყლის პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება ორგანიზაცია UESID, აქაც ვფიქრობთ, რომ წელს აუცილებლად მოვაგვარებთ ამ პრობლემას", - განაცხადა გელა კაპანაძემ. 

ვიცე-მერის თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების გარდა, სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება იმ დასახლებებშიც იგეგმება, სადაც მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება. 

"ხიდისთავში, მაგალითად, სოფლის ყველა მოსახლე იღებს წყალს, თუმცა ვფიქრობთ რომ ცალკე პროექტი გაკეთდეს და 2020 წლისთვის მოხდეს სასმელი წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია. ამის გარდა, წელსვე ვფიქრობთ, რომ სოფელ ბნავისშიც მოვაგვაროთ წყალმომარაგების პრობლემა", - ამბობს კაპანაძე.

Read 633 times