სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის თვეში 17 675 ლარი გაიცემა

იანვარი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს (საბავშვო ბაღების გარეშე) თანამშრომლებისთვის წელს 212 100 ლარი დაიხარჯება.

ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან მიაწოდეს. შრომითი ანაზღაურების ნუსხა თანამდებობების მიხედვით, თვეში 17 675 ლარით განისაზღვრება. ეს თანხა კი 26 თანამშრომელზე ნაწილდება. აღნიშნული მონაცემი საბავშვო ბაღის თანამშრომლებს არ ეხებათ, რომლებისთვისაც მიმდინარე თვიდან წელს სააგენტო ანაზღაურების მატებას ანონსდებოდა. უშუალოდ სააგენტოს თანამშრომლებს კი როგორც მისი ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი განმარტავდა, ხელფასები გასული წლის მდგომარეობით შეუნარჩუნდებოდათ.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საშტატო ნუსხა და მათი სახელფასო სარგო ასეთია:

  • 1 მენეჯერი-1650 ლარი
  • 2 მენეჯერის მოადგილე - თითოეულის ხელფასი 1350 ლარი
  • 1 ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი - 1150 ლარი
  • 1 მთავარი იურისტი - 900 ლარი.
  • 1 იურისტი - 700 ლარი 
  • 1 მთავარი ბუღალტერი - 1050 ლარი 
  • 2 ბუღალტერი - თითოეულის ხელფასი 700 ლარი
  • 1 შესყიდვების მთავარი სპეციალისტი - 1050 ლარი
  • 2 შესყიდვების სპეციალისტი - თითოეულის ხელფასი 700 ლარი.
  • 1 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი - 900 ლარი
  • 1 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი - 700 ლარი.
  • 1 ღონისძიების ადმინისტრატორი - 700 ლარი
  • 3 საქმეთა მწარმოებელი - თითოეულის ხელფასი 625 ლარი
  • 1 ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის განვითარების უფროსი - 1150 ლარი
  • 1 კვების მთავარი სპეციალისტი - 800 ლარი
  • 1 კვების სპეციალისტი - 625 ლარი
  • 3 მეთოდისტი - თითოეულის ხელფასი 625 ლარი
  • 2 ჰიგიენის სპეციალისტი - თითოეულის ხელფასი 625 ლარი
Read 1406 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი