გორის მერია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს 300 ლარით დაეხმარება

იანვარი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის 2019 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მერიისგან ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. 

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  1. განცხადება მერის სახელზე;
  2. დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
  3. ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან;
  4. დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

ოჯახში ძალადობის მსხვერპლები გორის მერიისგან ერთჯერად დახმარებას გასულ წლებშიც იღებდნენ. მაშინ თანხა 200 ლარით განისაზღრებოდა.

Read 871 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი