დეპუტატ მაკრახიძის ოჯახმა გორის ბიუჯეტიდან 2018 წელს 5 021 930 ლარი მიიღო

იანვარი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატის სახელთან დაკავშირებული კომპანიები ლიდერობას გორის მერიის ტენდერებში ისევ ინარჩუნებენ, თუმცა არა იმ დოზით, როგორც გასულ წლებში იყო. 

შპს "იბოლია", რომელიც დეპუტატობის შემდეგ მაკრახიძემ სამართავად სხვას გადააბარა, მას 40%-იანი წილით ეკუთვნის. ამ კომპანიამ გასულ წელს 2 481 775 ლარის ღირებულების 5 ტენდერი მოიგო (590 000+ 448 336+338 900+577 843+526 696)

შპს "შარა" კი რომლის 33%-იანი წილი დეპუტატის მეუღლემ, ციცინო კალანდაძემ შვილს ოფელია მაკრახიძეს გადააბარა, 2018 წელს გორის მუნიციპალიტში 3 ტენდერი მოიგო, რომლის საერთო ღირებულებამ - 2 262 538 ლარი შეადგინა (1 195 236+172 529+894 773)

"არქმშენსტუდია 2002" კი დეპუტატის ძმას, ალექსანდრე მაკრახიძეს ეკუთვნის. ის გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში დირექტორის მოადგილეა. მისი კომპანიის დირექტორად კი 2018 წლის თებერვლიდან სხვა პიროვნებაა რეგისტრირებული. ამ კომპანიამ 2018 წელს, გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან 7 მოიგო, რომლის საერთო ღირებულება- 277 617 ლარით განისაზღვრა. (7 413+27 897+21 530+19 544+13 068+ 9 638+ 178 527)

საერთო ჯამში კი დეპუტატის ოჯახის წევრების კომპანიებმა გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 5 021 930 ლარი მიიღეს.

Read 662 times Last modified on Last modified on იანვარი 18 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი