მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება

იანვარი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომლის განხორციელებასაც გორის მუნიციპალიტეტის მერია 2019 წელს გეგმავს, მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

უწყების ცნობით, პროექტი მალე დაიწყება და გზის რეაბილიტაციისთვის 1 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

"აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რომელიც 2019 წელს გორის მუნიციპალუტეტში განხორციელდება. რეაბილიტირებული გზით 7000 - მდე ადგილობრივი ისარგებლებს", - უთხრეს რადიო "მოზაიკას" მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 

გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 16 იანვარს გამოცხადდა. სამუშაოების საწყისი ღირებულება 079 424 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 7 თებერვალს სრულდება.

mejvrisxevis gza natia mdinaradze foto da teqsti

 

2 384 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

"გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული წელი არ განხორციელებულა. საპროექტო მონაკვეთები წარმოადგენენ სასოფლო გზებს, რომლის პარამეტრები დარღვეულია. არსებული სანიაღვრე არხები და წყალსატარი კონსტრუქციები მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული და ვერ ატარებს ნალექების შედეგად მოსული წყლის საჭირო რაოდენობას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ახალი წყალსატარი კონსტრუქციების მოწყობა. გზის საფარი საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას. გზის გასწვრივ უნდა გაიწმინდოს და მოეწყოს ახალი სანიაღვრე სისტემა."

სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით ხუთი სოფელი ისარგებლებს. აღნიშნული გზის მონაკვეთი, გარდა მეჯვისხევისა და ახალუბნისა, ერთმანეთთან აძვს, ჯარიაშენსა და მუმლაანთ კარსაც აკავშირებს.

Read 999 times Last modified on Last modified on იანვარი 18 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი