გორში "Art House - ხელოვნების სახლი" გაზაფხულის ბოლოს გაიხსნება

იანვარი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"Art House - ხელოვნების სახლი"  გორში რამდენიმე თვეში გაიხსნება, - ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ "გორის ფოტოგრაფთა კლუბმა" საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. 

"საინტერესო და საიამოვნო სიახლე გვაქვს თქვენთვის. ალბათ ბევრი თქვენგანი გულშემატკივრობდა ჩვენს პროექტს "Art House- ხელოვნების სახლი", ჰოომ და შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ გაზაფხულის ბოლოს რეაბილიტირებულ შენობაში გახსნაზე გიმასპინძლებთ", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში. 

 

რა არის “Art House - ხელოვნების სახლი”?

იდეა, ყოფილიყო ქალაქში კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციით დატვირთული თავისუფალი სივრცე, რომელშიც იქნებოდა მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი და რომელიც მხარს დაუჭერდა ნებისმიერ საინტერესო ინიციატვიას, გაერთიანდა გორელ ფოტოგრაფთა კლუბის პროექტში „Art House - ხელოვნების სახლი“.

ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორია და შენობა, რომელიც გორის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, წლების განმავლობაში ნაგავსაყრელსა და ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა. ეს ფაქტი მოქალაქეთა ნაწილში, ხშირად იწვევდა პროტესტის გრძნობას და შესაბამისად სურვილს, რომ როგორმე აღნიშნული სივრცის რეაბილიტაცია მომხდარიყო.

სწორედ ეს ტერიტორია შეირჩა პროექტისათვის- „Art House - ხელოვნების სახლი“. 

ამავე თემაზე: პროექტი, რომელსაც თითქმის მთელი ქალაქი გულშემატკივრობს

 

 

Read 1833 times Last modified on Last modified on იანვარი 19 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი