Back to Top
კვირა, 20 იანვარი 2019 15:33

დაიკარგა 22 წლის დავით რაზმაძე - ერთი კვირაა, მას უშედეგოდ ეძებენ

Rate this item
(0 votes)

 ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დაბომბვაში მოჰყვა, თითქმის ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებენ.

14 იანვრის მერე ვეძებთ და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ ვერაფერს ვიგებთ, - უთხრა რადიო "მოზაიკას" მედიკო ცეცხლაძემ. ის დავით რაზმაძის ბებიაა.

ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში 6 იანვარს გავიდა.

"ბათუმში, საზღვაო აკადემიაში სწავლობს. მანამდე ორი რეისი შეასრულა. ეს მესამე იყო, 6-ში გავიდა ზღვაში გემით. ვიცით, რომ ლიბიაში აღმოჩნდა. 14-ში დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ვეღარ პოულობდნენ და არ იცოდნენ, სად იყო", - ამბობენ ახლობლები.

22 წლის დავით რაზმაძე 2008 წლის 9 აგვისტოს ვერხვების დაბომბვის ამსახველი ფოტოს ერთ-ერთი გმირის, ზაზა რაზმაძის შვილია. 2008 წლის აგვისტოში, დაბომბვის დროს ვერხვების დასახლებაში მშობლებთან ერთად, ბებიასთან იმყოფებოდა, მისი ოჯახი კი მანამდე ერედვში ცხოვრობდა. მისი მამა 2014 წლის თებერვალში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

Read 7975 times Last modified on კვირა, 20 იანვარი 2019 15:49