Print this page
ორშაბათი, 21 იანვარი 2019 12:03

გორში მაღაზია გაქურდეს

Rate this item
(0 votes)

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სასურსათო მაღაზია გაქურდეს.

შემთხვევა ცხინვალის გზატკეცილზე გუშინ ღამით მოხდა.

მაღაზიიდან საკვები პროდუქტები და ხურდა ფული მოიპარეს.

ფაქტის მოკვლევა გორის პოლიციამ დაიწყო. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 - ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

Read 1614 times Last modified on ორშაბათი, 21 იანვარი 2019 13:55