დავით რაზმაძე გემზე “Mv Dogan Bey” ყოფნისას დაიკარგა - გემის მფლობელი ლიბიაში დღეს ჩავა

იანვარი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

22 წლის დავით რაზმაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

ახლობლებმა მისი გაუჩინარების შესახებ 14 იანვარს შეიტყვეს. 

"მოგესალმებით დავითის ახლობლებო, კომპანია’’kamandenizciligin ishmetmesini” და გემის სახელწოდება “Mv Dogan Bey” გემზე მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში misurata 07.01.2019 ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა. ეხლა დაკარგულად ითვლება. ყველანაირად ვეცადეთ დაგკავშირებოდით მაგრამ ვერ დაგიკავშირდით.ლიბიის პოლიცია საქმეს იძიებს. თუ კი ახლობელი ხართ ან იცნობთ მის ახლობლებს ამ ნომერზე დამიკავშირდით. TEL +905323571735 გთხოვთ პასუხი ლათინური ასოებით მოგვწეროთ", - დავით რაზმაძის გაუჩინარების შესახებ ახლობლებს ამ ტექსტით აცნობეს. 

ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტიც ჩაერთო. არსებული ინფორმაციით, დავით რაზმაძის მოსაძებნად თურქული კომპანიის მფლობელი ლიბიაში გაემგზავრა და ადგილზე 21 იანვარს იქნება. 

22 წლის დავით რაზმაძე 2008 წლის 9 აგვისტოს ვერხვების დაბომბვის ამსახველი ფოტოს ერთ-ერთი გმირის, ზაზა რაზმაძის შვილია.

Read 1077 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი