Back to Top
ორშაბათი, 21 იანვარი 2019 15:07

გორში, საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი უკიდია

Rate this item
(0 votes)

გორში, შარტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები იწვის.

ცეცხლი გვერდიგვერდ მდებარე ორ სახლს უკიდია.

"შარტავაზე იწვის გვერდიგვერდ მდგომი ორი სახლი. მათი საერთო ფართი 300 კვ.მეტრია. საერთო სახურავი 80 კვ.მ.-ზე", - უთხრა რადიო "მოზაიკა" სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა მიხეილ ფეიქრიშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო მანქანა.

"მათ დახვდათ ღია ცეცხლი. მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული მოქმედების შედეგად, სახლიდან გამოყვანილი იქნა პირველი ჯგუფის ინვალიდი 44 წლის მამაკაცი. ხანძარი ლიკვიდირებულია". 

Read 5271 times Last modified on ორშაბათი, 21 იანვარი 2019 15:13