გორელმა კიკბოქსიორებმა საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვეს

იანვარი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წარმატებით იასპარეზეს გორელმა კიკბოქსიორებმა თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე.

2 წონით კატეგორიაში გამარჯვებული 2 გორელი კოკბოქსიორი, მარიამ ტატუნაშვილი და ლიახვის ხეობიდან დევნილი გურამ გოჩაშვილი გახდა.

"2 პროფესიონალი კიკბოქსიორი მონაწილეობდა ჩვენგან ამ ტურნირზე. ქამრებისთვის იყო ორთაბრძოლა და ორივემ გაიმარჯვა. მათ გარდა მოყვარული კიკბოქსიორებისთვისაც ჩატარდა ტურნირი. ჩვენები აქაც გამოირჩნენ - გიორგი მაყიშვილი (37კგ) და ლუკა თოფჩიშვილი (40კგ) აიღეს პირველი ადგილი, ხოლო ნიკოლოზ სანებლიძემ (35კგ) მეორე დაიკავა", - ამბობს მწვრთნელი, არჩილ ჯეირანაშილი.

არჩილ ჯეირანაშვილის თქმით, სპორტსმენები 8-10 თებერვალს დაგეგმილ ტურნირისთვის ემზადებიან.

Read 678 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი