გორის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 93 პროექტი განხორციელდება

იანვარი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ელემენტი საქართველოში“ – 2018 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. 

შეხვედრაზე ასევე გამოვლინდა სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გამარჯვებული ინიციატივების ავტორებიც. 

შემაჯამებელ შეხვედრაში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სტრატეგიული განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, მარტა ბიბილაშვილის თქმით, წარდგენილი 167 განაცხადიდან 93 განაცხადი შეირჩა. 

“მერიის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭომ ყველა შემოსული განაცხადი განიხილა, შეამოწმა და შეაფასა ტექნიკურ -იურიდიული თვალსაზრისით, შემდეგ უკან დაუბრუნდათ მის ავტორებს შესაბამისი კომენტარებით. ადგილზე იქმნებოდა მოსახლეობისგან დაკომპლექტებული წარმომადგენლობითი საბჭოები და თავად ირჩევნდენ მათთვის სასურველ პროექტს და ამ მეთოდოლოგიით მოსახლეობამ თავად შეარჩია 93 განაცხადი.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ შერჩეული პროექტების ავტორები, მერმა მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მოუწოდა, რომ წელსაც როცა დავიწყებთ საპროექტო იდეებისა და განაცხადების მიღებას, ისევ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში“, - გვითხრა მარტა ბიბილაშვილმა. 

“სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შერჩეული პროექტები მიმდინარე წელს ეტაპობრივად განხორციელდება.

Read 551 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი