გუბერნატორმა მოადგილედ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დანიშნა

იანვარი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მეორე მოადგილე დანიშნა.

ახალი მოადგილე, ნუგზარ სამხარაძე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გუშინ წარუდგინეს.

ნუგზარ სამხარაძე სხვადასხვა დროს სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობდა. ის იყო მ. იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოსა და კლინიკა "კარაპს მედლაინის" - საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი.

ნუგზარ სამხარაძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი.

 

განათლება:

1995-1999 წწ. - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. სპეციალობა - სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზა და სერტიფიკაცია საერთაშორისო ვაჭრობაში.

სამუშაო გამოცდილება:

2019 წ. - დღემდე - გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
2017 წ. - კლინიკა ,,კარაპს მედლაინი" - საოპერაციო
დეპარტამენტის დირექტორი.
2016 წ. - მ. იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური
საავადმყოფო - საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი
2015 წ. - შპს ,,პროჯექტ გრუპი“ - დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი.
2014 წლიდან - შპს ,,სან სოლუშენი“ - მთავარი მრჩეველი
2014 წ. – შპს ,,აუტომაქსი“ - დირექტორი.
2013-2014 წწ. - შპს ,,ოფის სოლუშენ სტუდიო“
2008-2013 წწ. - შპს კარნიზელი - დამფუძნებელი და დირექტორი.
2007-2008 წწ. – საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გაზეთის - ,,სამშობლო“ გამომცემელი.
2007-2009 წწ. – შპს ,,ესდეკა“ - დამფუძნებელი და დირექტორი
2004-2006 წწ. გაზეთი ,,ჯორჯიან თაიმსის" სპეციალური პროექტებისა და საავტორო სვეტის ავტორი.
2002 -2004 წწ. საქაგროექსპორტი - წარმოების მენეჯერი
2001-2002 წწ. მეწარმეთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია - ინსტრუქტორი.
2000 წ. არასამთავრობო ორგანიზაცია - „დას“ - საბაჟო პუქტების მონიტორინგი - ექსპერტი

სასწავლო კურსები:

2016 წ. - თავისუფალი უნივერსიტეტი - CBA. ბიზნესის
ადმინისტრირების კურსი
2011 წ. - შავი ზღვის უნივერსიტეტი - ბიზნეს ადმინისტრირების კურსი
2005 წ. დავით აღმაშენებლის სახელობის სამხედრო აკადემიის სამხედრო ჟურნალისტიკის კურსი.

ენები: ინგლისური, რუსული
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

Read 376 times Last modified on Last modified on იანვარი 22 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი