გუბერნატორის ახალი მოადგილე 2 კომპანიის მეწილეა

იანვარი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნუგზარ სამხარაძე, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მოადგილედ დანიშნა, ამ ეტაპზე ორ კომპანიაში ფიქსირდება.

ბიზნეს წილებს ის შპს „სოსიჯის.ჯი-სა და "ესდეკა"-ში ფლობს. პირველ მათგანში ის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, თუმცა საჯარო რეესტრს მან მიმდინარე წლის 4 იანვარს მიმართა, სადაც სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ის ცვლილების რეგისტრაციას ითხოვს. მეორე კომპანიაში კი გუბერნატორის მოადგილე ისევ რჩება 35%-იანი წილის მფლობელი.

ახალი მოადგილე ყოფილი გუბერნატორის, კახა სამხარაძის მოგვარეა, ნუგზარ სამხარაძე ამბობს, რომ ექს -გუბერნატორთან ნათესაური კავშირი არ აქვს და მას არც კი იცნობს.

Read 1194 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი