Print this page

გორის პოლიციამ არასრულწლოვანს ფეიბოქსის გატეხვისას წაასწრო

იანვარი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში,  წმინდაწყლის დასახლებაში, პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ფეიბოქსის გატეხვის მცდელობისას ამხილეს.

შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. შსს - ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანმა თანხის მითვისება ვერ შეძლო.

ფაქტზე მოკვლევას გორის პოლიცია აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177 - ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

Read 1451 times