საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა გორელი მეზღვაური სამშობლოში გადმოასვენოს

იანვარი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მზად არის, ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე სამშობლოში გადმოასვენოს, თუმცა ლიბიური მხარის გამოძიებისგან ნებართვას ელოდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიბიურ მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

"ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური გადმოვასვენოთ სამშობლოში, თუმცა ამ ეტაპზე ლიბიაში მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები. ველოდებით გამოძიების დასრულებას და შესაბამისი უწყებების ნებართვას, ამის შემდეგ კი გადმოსვენების პროცედურა შეფერხებების გარეშე განხორციელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს. ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, პირველადი დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა. იოსელიანის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ორი კვირის განმავლობაში ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარებული იყო.

Read 932 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი