სოფლებში გარე განათების მოწყობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

იანვარი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნადარბაზევში, თერგვისში, კირბალში, ყელქცეულსა და ცხინვალის მაგისტრალზე გარე განათების მოწყობის სამუშაოების განხორციელება გადაიდო.

ამის შესახებ სახლმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდიდან გახდა ცნობილი. 882 000 ლარის ღირებულების ტენდერს, რომელიც 16 იანვარს გამოცხადდა, დღეის მდგომარეობით "შეწყვეტილის" სტატუსი აქვს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარეგანათების მოწყობა 44 სოფელში დაგეგმა, აქედან ნადარბაზევში, თერგვისში, კირბალში, ყელქცეულსა და ცხინვალის მაგისტრალზე გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა გადაიდო. სატენდერო პროცედურები შეწყვეტის მიზეზი კი კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ტექნიკური ხარვეზი გახდა. ახალი ტენდერის დასრულების თარიღად ოქმში 7 მარტია განსაზღვრული.

ამავე თემაზე: მიმდინარე წელს გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში მოეწყობა

Read 328 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი