ქვეშში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს პროდუქტი, წიგნები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩაუტანეს

იანვარი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გამყოფ ხაზისპირა სოფელ ქვეშში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს დღეს პროდუქტი, წიგნები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩაუტანეს.

ცოტნიაშვილების სოციალურად დაუცველ ოჯახს გორში მოქმედი სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ და სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაეხმარა. 

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საწარმო „ლიდერი“ და მისი დამფუძნებელი ნინო გიორგაძე უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, ვინაიდან საწარმოში დასაქმებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები და ქალბატონები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა ის, რომ მოგების გარკვეულ ნაწილს საწარმოს ხელმძღვანელი მავთულხლართების ახლოს მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ხარჯავს. 

„მინდა ვისურვო, რომ მომავალში ამ ოჯახს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ მათ დახმარება აღვუთქვით, იმაში, რომ თავადაც დასაქმდნენ და ჩართულნი იყვნენ საქმიანობაში, რითიც მშობლები ოჯახის უკეთ უზრუნველყოფას შეძლებენ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს ამ სოფლების მხარდაჭერას და განსაკუთრებით შევუწყობთ ხელს ისეთ აქტივობებს, საწარმოებს, რომლებიც არა მხოლოდ საჭიროების დაკმაყოფილებაზე, არამედ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ესაა გზა, რომლითაც ოკუპაციას უნდა დავუპირისპირდეთ. მავთულხლართებს აუცილებლად დავამარცხებთ მეტი განვითარებით, კეთილდღეობითა და იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებიც საოკუპაციო ხაზის პირისპირ ამ სოფლებს ამაგრებენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრთან ერთად ცოტნიაშვილების ოჯახში გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც იმყოფებოდა.

Read 147 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი