გორის მუნიციპალიტეტში მამამ 14 წლის შვილზე სექსუალურად იძალადა

იანვარი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში მამამ 14 წლის შვილზე სექსუალურად იძალადა.

ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს 14 წლის გოგონას მეგობარმა აცნობა.

რადიო „მოზაიკას“ ინფორმაციით, მეგობარი მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ, პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 141-ე მუხლით აღიძრა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია დედაც, რომელიც რადიო „მოზაიკას“ ინფორმაციით, ამბობს, რომ მის მეუღლეს ფსიქიკური პრობლემების აქვს. ამის შესამოწმებლად 40 წლამდე მამაკაცს ექპერტიზა დაუნიშნეს. 

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციითვე, საქმის მოკვლევა გრძელდება და მამაკაცი დაკავებული არ არის. 

დეტალების გარკვევას რადიო "მოზაიკას" შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. 

პოლიციასთან ერთად, საქმეში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოც, რომლის ერთ-ერთი მიზანი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე ზრუნვაა. 

რადიო „მოზაიკა“ დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურასაც. უწყების ცნობით, საქმე პროცესუალურად ამ დრომდე პროკურატურისთვის გადაცემული არ არის.

 

 

Read 4696 times Last modified on Last modified on იანვარი 23 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი