რამდენი ბავშვი გააშვილეს გორში და რამდენი იყო გასაშვილებელი - მონაცემები

იანვარი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოციალური მომსახურების სააგენტოს სატისტიკა გვეუბნება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, გორში 5 ბავშვი გააშვილეს. დროის ამ მონაკვეთში გასაშვილებელი ბავშვების რაონდებობამ 30-ს გადააჭარბა.

ოფიციალური ინფორმაციით:

2014 წელს - 2 ბავშვი (1 გოგო და 1 ბიჭი) გააშვილეს. ამ წელს გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა იყო 8.

2015 წელს - ასევე, 2 ბავშვი ( 1 გოგო და 1 ბიჭი) გააშვილეს. გასაშვილებლად შეთავაზებული ბავშვების რაოდენობა 6 იყო.

2016 წელს გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა ისევ 6 იყო, თუმცა წყვილი, რომელიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა, ამ წელს არ გამოჩნდა.

2017 წელს გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა 7 იყო, თუმცა წყვილი, რომელიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა, ვერც ამ წელს შეირჩა.

2018 წელს გორიდან 1 ბიჭი გააშვილეს, გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა კი 7 იყო.

ჯამში, გასაშვილებელი 39 ბავშვიდან, 34 ბავშვი კვლავ გასაშვილებელია.

gasashvilebeli bavshvebi 2012  2018

რიგ შემთხვევებშიწყვილებს წლების განმავლობაში უწევთ ლოდინი,სანამ ბავშვს იშვილებენ. მაგალითისთვის, 2014 წელს გაშვილებული 2 ბავშვიდან,ერთ შემთხვევაში, წყვილს 1 წელი მოუწია ლოდინმა, მეორე შემთხვევაში კი - 6 წელი.

კანონით თანახმად:

აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე; ასევე, მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის, მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი.

გამონაკლის შემთხვევაშიმშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, უმეტესწილად, მოთხოვნა1 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის ბავშვებზე.

 

ავტორი: გიორგი დვალიშვილი

Read 352 times Last modified on Last modified on იანვარი 23 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი