Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 17:49

გარდაცვლილი მეზღვაურის დედა: ვარაუდის დონეზე ვიცით, რომ მოკლულია

Rate this item
(0 votes)

ვარაუდის დონეზე ვიცით, რომ მოკლულია, - უთხრა რადიო "მოზაიკას" ლიბიაში გარდაცვლილი გორელი მეზღვაურის დედამ.

 

ნინო ცეცხლაძის თქმით, ლიბიიდან ცხედარი ჯერ არ გადმოუსვენებიათ. 

"ჯერ არ ვიცით, როდის გადმოვასვენებთ. ლიბიიდან ჯერ არ გვატანენ, გამოძიება მიდისო. მე არ მინახავს. ვარაუდის დონეზე ვიცით, რომ მოკლულია, იქ ექსპერტიზა კი ჩაუტარდა, მაგრამ საქართველოში გადმოსვენებისას ახალ ექსპერტზას ჩაუტარებენ და ლიბიის პასუხს არ დაელოდებიან. დათუნას გორში დავკრძალავთ, მამამისის გვერდით", -  ამბობს ნინო ცეცხლაძე.

ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის გორელი მეზღვაურის დედა გვიან ღამით ისტანბული-თბილსის რეისით საქართველოში ჩამოფრინდება. ამის შესახებ ნინო ცეცხლაძემ რადიო "მოზაიკას" თავად შეატყობინა. ის 2008 წლის ომის შემდეგ საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. შვილის გარდაცვალების გამო კი, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, გორში პირველად ჩამოდის. როგორც ნინო ცეცხლაძემ გვითხრა, ის ქალაქში ხვალ, სავარაუდოდ, 21 საათისთვის იქნება. 

ამავე თემაზე: ლიბიაში გაუჩინარებული გორელი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს

 

Read 1648 times Last modified on ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 19:06