Print this page

გორში გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე განათებები დაამონტაჟეს

იანვარი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ახალი განათების სისტემა მოეწყო.


დღეიდან,სკოლის აღსაზრდელები და გუნდ „გორის“ ფეხბურთელები ვარჯიშს დღე-ღამის ბნელ დროსაც შეძლებენ.

გორის მერიის ცნობით, ხელოვნურსაფარიანი მოედნის განათება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. პროექტი ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

meriasa

4 500 ლარის ღირებულების სამუშაოებიგორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპმა კეთილმოწყობის სააგენტომ განახორციელა.

ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა“ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი "გორი",ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჯამში 50 000 ლარით დააფინანსა. გარდა განათებისა, აღნიშნული თანხის ფარგლებში ა(ა)იპგორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი "გორი" გეგმავს ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაციას,ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სავარჯიშო ეკიპირებისა და ბურთების შეძენას.

Read 453 times Last modified on Last modified on იანვარი 23 2019