ყოფილი ვიცე მერი: ჩემი გეგმები მაქვს და არაფერს გამოვრიცხავ

იანვარი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"მე მაქვს ჩემი გეგმები და ამ გეგმებს მივყვები", - განაცხადა გორის ყოფილმა ვიცე მერმა გელა კაპანაძემ რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას.

კაპანაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, თუ სად გააგრძელებს მუშაობას.

"თანამდებობა საკუთარი სურვილით დავტოვე. მე მაქვს ჩემი გეგმები და ამ გეგმების განხორციელებას ვაპირებ", - ამბობს გელა კაპანაძე

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გელა კაპანაძე გორის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად უნდა დაინიშნოს. ყოფილი ვიცე მერი ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია.

"გამორიცხული ნამდვილად არაფერია. ვნახოთ, რა მოხდება", - გვითხრა გელა კაპანაძემ.

Read 308 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი