შსს: გორში, დედის ცემის ფაქტზე 45 წლის მამაკაცია დაკავებული

იანვარი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, დედის ცემის გამო 45 წლის მამაკაცია დაკავებული, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან აცნობეს. 

უწყების ცნობით, 1974 წელს დაბადებული ხ.ს. დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. 

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის I ნაწილითა და 11/151 მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ გორში, სადგურის დასახლებაში შვილმა დედა სცემა. შემთხვევა დღეს მოხდა. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანა.

 

Read 1356 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი