ვერხვების დასახლებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირებას ითხოვენ

იანვარი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირებას ითხოვენ.

მათი განმარტებით, ვერხვების დასახლებაში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის გრაფიკი არ არსებობს და მიმოსვლის პერიოდულობა მძღოლების სურვილზეა დამოკიდებული. 

"9-ის ნახევრამდე "მარშრუტკა" არ მოდის და 18:00 საათამდე თუ იმოძრავეს, მადლობა უნდა ვუთხრათ. დილით 8 საათზე ვისაც გვიწევს სამსახურში გასვლა, ყოველდღე ტაქსი უნდა გამოვიძახოთ? ხომ შეიძლება მერიამ რამენაირად მოაგვაროს ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ვერხვების დასახლების დევნილებს კი არა, ქალაქის უმრავლესობას აწუხებს ეს პრობლემა. გასაგებია, რომ კერძო კომპანიას ეკუთვნის ის "მარშრუტკები", მაგრამ ხომ შეიძლება დილა-საღამოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მაინც იმოძრაოს დღეში ერთხელ", - აღნიშნავენ დევნილები.

Read 741 times Last modified on Last modified on იანვარი 24 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი