გორი მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა

იანვარი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ მანველიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერმა დაუდასტურა.

კონსტანტინე თავზარაშილის თქმით, მანველიშვილს აქვს 14-დღიანი ვადა, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს.

"განცხადება დაწერა, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. მე ამ განცხადებას რეზოლუციას არ დავადებ მომავალი 14 დღის განმავლობაში, რადგან მანველიშვილს არ უთხოვია თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება. შესაბამისად, მან შეიძლება გადაიფიქროს და დარჩეს ამ თანამდებობაზე", - გვითხრა კონტანსტინე თავზარაშილმა.

მერის თქმით, მანველიშვილი ჯერჯერობით მუშაობას აგრძელებს.

Read 833 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი