გორის მერია ზურაბ ჯალაღანიას შემცვლელს კონკურსის წესით შეარჩევს

იანვარი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოსტზე კონკურსს გამოაცხადებს, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მერი ესაუბრა.

კონსტანტინე თავაზარაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი და ამ გზით შეირჩევა ის პირი, ვინც ჯალაღანიას ჩაანაცვლებს.

"ჯალაღანიამ დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. დიდხანს არ იქნება ასე. მალე გამოვაცხადებთ კონკურსს და ახალი თანამდებობის პირი კონკურსის გზით შეირჩევა", - გვითხრა თავზარაშვილმა. 

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ ჯალაღანიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

ამავე თემაზე: ზურაბ ჯალაღანიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა

Read 663 times Last modified on Last modified on იანვარი 24 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი