ბიბილოვი: სადაც ამერიკაა, იქაა სიკვდილი და ქაოსი

იანვარი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველგან ქაოსი, არეულობა და ტრაგედია მოაქვს.

ბიბილოვი ამბობს, რომ შეერთებული შტატები არცერთი ერის აზრს არაფრად აგდებს

"სადაც არ უნდა გამოჩნდეს ამერიკა, იქ სიკვდილი და ქაოსი ისადგურებს. გადაატრიალეს აღმოსავლეთი, ევროპა და ახლა ლათინური ამერიკის ჯერი დადგა", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ბიბილოვს მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო ოსი ხალხის გასანადგურებლად სამხედრო ტექნიკით აღჭურვა.

"რუსეთის წყალობით ჩვენ თავი დავაღწიეთ საქართველოს, რომელიც ამერიკამ აღჭურვა ოსი ხალხის გასანადგურებლად. სამხრეთ ოსეთი ერთ - ერთი ქვეყანაა, რომელიც წყეული მსოფლიო დემონის მარწუხების ქვეშ მოექცა, თუმცა მათ კლანჭებს თავი დავაღწიეთ",- განაცხადა ბიბილოვმა.

Read 602 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი