ღორის დაკვლაზე არდაპატიჟების გამო გორის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელს ცხვირი გაუტეხა

იანვარი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფიზიკური დაპირისპირება ორ მეზობელს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც ერთმა მათგანმა ღორი დაკლა და მეზობელი არ დაპატიჟა. 

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ადგილობრივმა, რომელმაც მიპატიჟება ვერ მიიღო, ღორის პატრონს ცხვირი გაუტეხა. 

დაპირისპირებული მეზობლები ადგილობრივებმა გააშველეს და პოლიცია გამოიძახეს. გორის პოლიციის თანამშრომლებმა ფაქტის გამოძიება დაიწყეს.

შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 - ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

Read 5115 times Last modified on Last modified on იანვარი 25 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი