Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 25 იანვარი 2019 14:35

გორის მერიამ გასულ წელს წვეულებებისთვის 14 000 ლარზე მეტი დახარჯა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს წვეულებებისა და ღონისძიებისთვის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 14 205 ლარი დახარჯა.

მერიიდან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, მერიამ ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება 26-ჯერ გამართა. მათ შორის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებისთვისაც

უწყების ცნობით, 2018 წლის ოქტომბრის თვეში უკრაინიდან ჩამოსული სტუმრების გამასპინძლებისთვის 1898 ლარი დახარჯა. წვეულებასა და ღონისძიებაში ყველაზე მეტი თანხა, 3000 ლარი კი გასული წლის თებერვალში გადაიხადა. 

წვეულებებისა და ღონისძიებისთვის, ასევე მოწვეული სტუმრების გამასპინძლების თანხას გორის მერია წარმომადგენლობითი ხარჯებიდან გასცემდა, რომელშიც 30 000 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა 10 000 ლარამდე მერიას გაუხარჯავი დარჩა.

Read 1103 times Last modified on პარასკევი, 25 იანვარი 2019 15:03