გორის მერის ყოფილი მოადგილე საკუთარ შემცვლელზე პირველ კომენტარს აკეთებს

იანვარი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ვიცე-მერის პოსტზე ერასტი ელიჯარაშვილის დანიშვნას მისი წინამორბედი ეხმაურება.

გელა კაპანაძე ამბობს, რომ ახალ კადრს კარგად იცნობს. მისი შეფასებით, ერასტი ელიჯარაშვილი ამ პოზიციას ალღოს მალე აუღებს და მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებშიც დროულად გაერკვევა. გელა კაპანაძე ფიქრობს, რომ გამოწვევები და ხარვეზები ყოველთვის იქნება, ახალგაზრდა ვიცე-მერს კი, მისი აზრით, მათი დაძლევა არ გაუჭირდება.

"ქალაქიდან ვიცნობ ერიკოს, საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა. ბევრი გამოწვევაა ძალიან და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს ამ პრობლემებს. პრობლემა და ხარვეზი ყოველთვისაა, მაგრამ დაუძლეველია არაფერია. მისი შემართებით და ძალისხმევით, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ყოფილი ვიცე -მერი გელა კაპანაძე.

მერის ახლადდანიშნული მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი 28 წლისაა. ის გენინსპექციის ყოფილი თანამშრომელია. საჯარო რეესტრის მიხევით, ამ დრომდე ის სამეწარმეო საქმიანობაში არ ფიქსირდება.

Read 1381 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი