გორის მერს თანამდებობიდან გათავისუფლება ერთ კვირაში სამმა თანამშრომელმა სთხოვა

იანვარი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერს თანამდებობიდან გათავისუფლება ერთ კვირაში სამმა თანამშრომელმა სთხოვა.

სივრცითი მოწყობისა და ინფრსტრუქტურის ხელმძღვანელმა ზურაბ ჯალაღანიამ, მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ მანველიშვილმა და ვიცე-მერმა გელა კაპანაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს. 

ზურაბ ჯალაღანიამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 22 იანვარს დაწერა. მანამდე კი 15 დღიანი შვებულებით ისარგებლა. მისი სამსახურიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს გავრცელდა, თუმცა მაშინ გორის მერმა აღნიშნული არ დაადასტურა. 

ამავე თემაზე: ზურაბ ჯალაღანიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა

სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა გორის მერს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ მანველიშვილმაც, თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილს მისი განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებია. 

ამავე თემაზე: გორი მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა

პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა გელა კაპანაძემაც. გორის მერის თქმით, კაპანაძემ დაუყოვნებლივ გათავისუფლება ითხოვა. მისი შემცვლელი კონსტანტინე თავაზარაშვილმა უკვე დანიშნა. ვიცე-მერის თანამდებობაზე დღეიდან ერასტი ელიჯარაშვილი იმუშავებს.

ამავე თემაზე: გორის მერმა ახალი ვიცე-მერი დანიშნა

Read 851 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი