კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ

იანვარი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სტუდენტები გუგუთიანთკარში და დიცში იმყოფებოდნენ.

ახალგაზრდები ადგილობრივ მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ. პროექტის ხელმძღვანელის, ნინო მინდიაშვილის თქმით, აღნიშნული შეხვედრები საოკუპაციო ზოლთან არსებული სოფლების საჭიროებების კვლევას ისახავს მიზნად. 

"ამ პროექტის ფარგლებში გვქონდა ერთ-ერთი მორიგი გასვლითი ღონისძიება, მოვიარეთ გუგუტიაანთკარი და დიცი, შევხვდით ადგილობრივებს და სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი კითხვარის საშუალებით გამოვკითხეთ მოსახლეობა. იყო ძალიან ემოციური შეხვედრა. ამ პროექტში ჩართულები არიან ჩვენი სტუდენტები, ძალიან ემოციური იყო მათთვის მავთულხლართების ნახვა, რაც ჩვენ ამ სოფლებში დაგხვდა", - ამბობს ნინო მინდიაშვილი. 

პროექტის ფარგლებში მომდევნო აქტივობა სოფელ ერგნეთის მოსახლეობასთან შეხვედრა იქნება.

Read 688 times Last modified on Last modified on იანვარი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი