დე ფაქტო უწყებამ ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს 6 მოქალაქე გააძევა

იანვარი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"რესპუბლიკიდან გავაძევეთ საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც უკანონოდ იმყოფებოდნენ და ვაჭრობდნენ", - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ რეიდები სამი დღის განმავლობაშ მიმდინარეობდა.

"სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ღონისძიებები ჩაატარა რესპუბლიკაში უცხოელი მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის აღკვეთის კუთხით. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში 22-24 იანვარს უწყებამ აზერბაიჯანული წარმომავლობის საქართველოს ექვსი მოქალაქე გამოავლინა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყნიდან გააძევა. ისინი სამხრეთ ოსეთში არაკანონიერად ცხოვრობდნენ და ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

Read 1181 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი